ნაციონალები კირკიტაძის დაკავებას 9 აპრილის ტრაგედიას ადარებენ

Nusagi

“ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები დავით კირკიტაძისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებას 9 აპრილის ტრაგედიას ადარებენ. როგორც ნიკა მელიამ სასამართლოსთან სიტყვით გამოსვლისას თქვა, კირკიტაძე პოლიტიკური პატიმარია.

“ისტორიაში ყოველთვის საზოგადოების აქტიური ნაწილი ქმნიდა ამინდს, მერე იყოლიებდნენ სხვებს. 1989 წლის 9 აპრილიც ასეთი იყო ხალხო. მაშინ არ მდგარა მთელი საქართველო ხო  და შემდგომ პოლიტიკური პროცესები როდესაც ვითარდებოდა. ჩვენ ძალიან ბევრი ვართ, ვინც აქტიურად ვართ ჩართულები პოლიტიკურ პროცესებში და გვინდა უკეთესი ხვალინდელი საქართველო.ჩვენზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. ბევრი დრო არ უნდა მივცეთ ამ ხელისუფლებას მარტივი მიზეზის გამო, ვინაიდან თუ ამათმა მიწასთან გაასწორეს ყველაფერი და ამოშანთეს სახემწიფოებრივი საფუძვლები, მერე გინდ გაუშვი ხელისუფლებიდან და გინდ ჩამოართვი მართვის სადავეები. ერთი რამ ნამდვილად უნდა ვთქვა და ამას მუქარაში არ ჩამითვლით ალბათ. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ კრიმინალი გახარია აღმოჩნდეს გისოსებს მიღმა. ეს არის ღირსების საკითხი. პოლიციის კანონიერ მოთხოვნას ვემორჩილები, მაგრამ არ დავემორჩილებით უკანონო მოთხოვნას”, – განაცხადა ნიკა მელიამ.

გრიგოლ ვაშაძის შეფასებით კი დღეს საქართველოს “კიდევ ერთი ცუდი და მძიმე დღე გაუთენდა”. მისი შეფასებით, 28 ნოემბერსა და 16 დეკემბერს საქართველოში დიქტატურა დამყარდა.

“ვინ გვართმევდა კონსტიტუციურ უფლებას შეკრების, მსვლელობის, გადაადგილების, სიტყვის თავისუფლების, აზრის გამოხატვის, აბსოლუტურად არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. იმ ადამიანს ფორმა ეცვა თუ არა, აზრი არ აქვს, რადგან მასზე და მის ფორმაზე გაცილებით მაღლა დგას კონსტიტუცია, რომელიც ჩვენ გვანიჭებს უფლებებს. კონსტიტუციურ უფლებებს გვართმევს ადამიანი, რომელსაც საქართველოს მოქალაქე კიდია ფეხებზე, რომელიც ყველაფერს ამას, რასაც ჩვენ სამშობლოს ვეძახით, უყურებს როგორც ბიზნესპროექტს”, – თქვა გრიგოლ ვაშაძემ.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: