შემდეგზე ბავშვებს ჩააცმევენ ფორმებს? — უდუმაშვილის სექსისტური განცხადება ქალ პოლიციელებზე

Nusagi

გურჯაანის რაიონულ სასამართლოსთან მიმდინარე აქციაზე, გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა სიტყვით გამოსვლისას ქალი პოლიციელების წინა ხაზში ჩაყენებაზე ისაუბრა. მან თქვა, რომ შსს-მ “ქალბატონები ჩაამწკრივა წინა რიგებში”, შემდეგ კი სექსისტური შინაარსის განცხადება დაამატა: “შემდეგ პროცესზე რას უნდა ველოდოთ, პატარა ბავშვებს ჩააცმევენ პოლიციის ფორმებს და იმათ დააყენებენ? არ ვიცი, ალბათ, ამათ მახინჯ ფანტაზიას ზღვარი აღარ აქვს”.

ცოტა ხნის შემდეგ აქციის მონაწილეებმა სასამართლოს ეზოში მდგაქ ქალ პოლიციელებს ყვავილები მიართვეს. მას შემდეგ, რაც სამართალდამცავებმა ყვავილები არ აიღეს, ოპოზიციის მხარდამჭერებმა სასამართლოს ჭიშკარზე დაამაგრეს ისინი.

Facebook Comments
%d bloggers like this: