6 შედეგი, რომელსაც ზამთარში გაუწყლოვნება იწვევს

Nusagi

​რა პრობლემები შეიძლება გაუჩნდეს ჩვენს ჯანმრთელობას, თუ ზამთარში საკმარისი რაოდენობით წყალს არ მივიღებთ,-ამის შესახებ ჟურნალი ELLE წერს.

დაღლილობა

სიცივეში არასაკმარისი წყლის მიღება ანელებს ორგანიზმის მეტაბოლიზმს და იწვევს გადაღლის შეგრძნებას. ზოგ შემთხვევაში ქრონიკულსაც. ასევე ანელებს ტვინის აქტივობას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მახსოვრობის , კონცენტრაციის დაქვეითება და თავის სპაზმური ტკივილები.

 ჯანმრთელობის პრობლემები

წყლის ნაკლებობა ისეთ დაავადებებისკენ მიდრეკილს გხდით, როგორიცაა დიაბეტი, ჭარბწონიანობა, გულ-სისხლძარღვთა მოშლილობა და რესპირატორული დაავადებები. ასევე ცისტიტი. როცა ორგანიზმი ნაკლებ წყალს იღებს და გამოყოფაც შემცირებულია, ორგანიზმში დიდხანს რჩება სხვადასხვა ტოქსინები, რომელიც ინფექციას იწვევს.

შიმშილის შეგრძნება

ზოგჯერ ორგანიზმს შეცდომით ჰგონია, რომ შია, სინამდვილეში კი, ეს წყურვილის გრძნობაა. ჭამამდე 15 წუთით ადრე წყლის მიღება მშვენიერი სტრატეგიაა, რომ ორგანიზმმა ნაკლები კალორიები მიიღოს, ასევე მოახდინოს ნამდვილი შიმშილის იდენტიფიცირება. ამიტომ, როდესაც შიმშილის გრძნობა დაგეუფლებათ, მიიღეთ წყალი და დააკვირდით.

დაბერება

ადამიანის კანი საშუალოდ, 35 % წყლისგან შედგება. თუ ორგანიზმს წყალი აკლია, ის მომენტალურად კარგავს ბარიერულ და დამცავ ფუნქციებს, რაც ხშირად იწვევს აკნესა და ანთებას. ვიზუალურად კი, ნაოჭების გაჩენით ვლინდება. დაიმახსოვრეთ, დამნამავი კრემები მხოლოდ ზედაპირულად ატენიანებს კანს.

ხასიათის ცვალებადობა.

დაბალი წნევა არა მხოლოდ ორგანიზმისთვის არის მავნე, არამედ იწვევს გაღიზიანებას. კალიფორნიის ინსტიტუტის მეცნიერების დაკვირვებამ აჩვენა, რომ ყველაზე მცირე გაუწყლოვნება ადამიანის ხასიათზე მოქმედებს, უფრო რთული ფორმა კი, ხშირად იწვევს დეპრესიასა და ნაღველს..

ძარღვის განასკვა

​ზოგჯერ, შუაღამეს გეღვიძებათ  მწვავე ტკივილით ფეხში? ან ფეხსაცმლის ჩაცმისას? ფეხებში ძარღვის განასკვა ერთ-ერთი ნათელი მაგალითია გაუწყლოვნების, რომელთან ბრძოლაც საკმარისი რაოდენობის წყლის მიღებით შეიძლება.

 

Facebook Comments
%d bloggers like this: