გიორგი გახარია: დღეს პარლამენტში ყველაზე ღირსეულად ზაზა სარალიძე იჯდა

Nusagi

დღეს პარლამენტში ზაზა სარალიძე ყველაზე ღირსეულად იჯდა და ყველაზე ღირსეულად მოითმინა ის ყველაფერი, რაც აქ ხდებოდა- ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა დასკვითი სიტყვის გამოსვლისას განაცხადა.

გიორგი გახარიამ დეპუტატები რიგი საკითხების პოლიტიზირებისთვის გააკრიტიკა და არჩევნების პროცესში სამართალდამცველების რეაგირებას გაუსვა ხაზი. ამასთან მინისტრმა ემოციუირი გამოსვლისთვის პარლამენტარებს ბოდიში მოუხადა.

„ ბატონებო, როდესაც თქვენ აიღეთ პასუხისმგებლობა სარალიძის შემთხვევის, რომელიც ყველაზე ღირსეულად იჯდა აქ და ყველაზე ღირსეულად მოითმინა ის ყველაფერი, რაც აქ ხდებოდა – აქედან წამოგეღოთ უზარმაზარი პოლიტიკური დივიდენდები, იცოდეთ, რომ პასუხისმგებლობის აღებაც მოგიწევთ. მე გპირდებით ამას პირდაპირ, იქიდან გამომდინარე როგორ, რა ფორმატში ჩაატარეთ კომისია. თქვენ უბრალოდ შეძელით და საპარლამენტო საგამოძიებო კომისია, როგორც იდეა, სამწუხაროდ, დააზიანეთ. იმედი მაქვს, რომ პასუხისმგებლობა გეყოფათ, საპარლამენტო კონტროლსაც ზუსტად იგივენაირად არ მოექცევით, როგორც გააკეთეთ კომისიაში. მე როდესაც აქ დღეს მოვდივარ და ვემზადები შინაარსობრივი საუბრისთვის და აქ მიწევს რაღაც პოლიტიკური სპეკულაციების მოსმენა, სამწუხაროდ, გული მწყდება. მინდა იცოდეთ ერთი რამ, არც ერთ შემთხვევაში არ მივიღებ თქვენს პრეტენზიას შერჩეულ სამართალთან დაკავშირებით. თქვენ განათლებული ხალხი ხართ და იცით ერთი რამ – ვერცერთ შემთხვევაში, ვერცერთი საერთაშორისო ორგანიზაციის დასკვნაში ვერ ნახავთ ვერც ერთ შენიშვნას, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ“- განაცხადა გიორგი გახარიამ.

Facebook Comments
%d bloggers like this: