“ბავშვები მარტო არ გაუშვათ” – გლდანის მოსახლეობა ფოტორობოტს ავრცელებს

Nusagi

ეს არის ის დამპალი ადამიანი, რომელიც გლდანის ტერიტორიაზე შემჩნეულია ბავშვებზე ძალადობაში,- ამ შინაარსის პოსტს სოციალური ქსელის მომხმარებელი, ხათუნა ხუსკივაძე “ფეისბუქზე” ავრცელებს და თან ურთავს ფოტორობოტს, რომელზეც ახალგაზრდა მამაკაცია გამოსახული.

როგორც ირკვევა, ეს ის ე.წ მანიაკია, რომელიც არასრულწლოვნების ადევნებაში და მათი სექსუალური ძალადობის მცდელობაშია შემჩნეული.

“​ეს არის ის დამპალი ადამიანი, რომელიც გლდანის ტერიტორიაზე შემჩნეულია ბავშვებზე ძალადობაში. ბავშვები გადარჩნენ, გაავრცელეთ ეს პოსტი ყველამ,ძალიან გთხოვთ, ბავშვები მარტო არ გაუშვათ. დღეს დილით, 08:20 წუთზე სადარბაზოშიც ვნახე. ეს ფოტო რობოტია, ჩემი გადაღებული ფოტო არ არის. რანაირი ფოტოა რომ წერთ,ფოტორობოტზე თუ ვინმეს რამე გაუგია- ზუსტად ისაა,”– ვკითხულობთ ხათუნა ხუსკივაძის პოსტში.

კომენტარებიდან ირკვევა, რომ შსს ინფორმირებულია და აღნიშნული მამაკაცი იძებნება.

 

წყარო: primetime

 

 

Facebook Comments
%d bloggers like this: