საქველმოქმედო ვებგვერდზე Go Fund Me, მექსიკის საზღვარზე კედლის ასაშენებლად აშშ-ს მოსახლეობა თანხას აგროვებს

Nusagi

აშშ-ში, მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობის დაფინანსებაზე ამერიკელი კონგრესმენების ნაწილი უარს ამბობს. აღნიშნულის გამო, აშშ-ში პოლიტიკური კრიზისია. დემოკრატებთან დავის გამო, აშშ-ის მთავრობის დაფინანსება პარასკევს შეჩერდა. შედეგად, ცხრა სამთავრობო უწყების თანამშრომლები ანაზღაურების გარეშე მუშაობენ.

სახელმწიფო მოხელეების ნაწილი კი უხელფასო შვებულებაში გაუშვეს. სანამ დავა მიმდინარეობს, ამერიკელმა ვეტერანმა ცნობილ საქველმოქმედო საიტზე Go Fund Me გახსნა ანგარიში მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობისთვის საჭირო თანხის ნაწილის, მილიარდი დოლარის მოსაგროვებლად.

მსურველებმა თანხის ჩარიცხვა დაიწყეს და რამდენიმე დღეში დაახლოებით 259 ათასმა ადამიანმა 15 მილიონ 700 ათას დოლარზე მეტი ჩარიცხა.

Facebook Comments
%d bloggers like this: