ნაზი ჯანეზაშვილი იუსტიციის საბჭოში 2 თვის შვილთან ერთად მივიდა

Nusagi

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილის საბჭოს სხდომაზე დღეს 2 თვის შვილთან ერთად მივიდა.

“იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დღეს, ბავშვთან ერთად მოვედი, ვინაიდან ვფიქრობ, რომ დღეს საქართველოში დგება საკითხი – როდესაც ჩემი 2 თვის შვილი გაიზრდება, შეიძლება, სამწუხაროდ სასამართლო სისტემა კვლავ მიხილ ჩინჩალაძის კლანის ხელში აღმოჩნდეს” , – განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, საქართველოს სასამართლო სისტემას სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე მიხეილ ჩიმჩალაძის ე.წ კლანი მართავს. მისი თქმით, არსებობს იმის საშიშროება, რომ ამ კლანის ხელში სასამართლოს მართვის სადავეები უვადოდ აღმოჩნდეს.

დღეს საბჭო საქარათველოს უზენაესი სასამართლოს წევრების წარდგენის შესახებ იმსჯელებს. ჯანეზაშვილი საბჭოს წევრებს მოუწოდებს, რომ ეს საკითხი დღეისათვის დღის წესრიგიდან ამოიღონ. მისი თქმით, იუსტიცის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოს როგორც თავმჯდომარის პოზიციაზე, ისე სასამართლოს მოსამართლეთა თანამდებობებზე არ არის გამორიცხული “კლანის წევრებიდან” დაასახელოს კანდიდატები.

შეგახსენებთ, კონსტიტუციის ახალი რედაქციის მიხედვით, იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია, პარლამენტში წარადგინოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე დასანიშნი კანდიდატურები.

ასევე კონსტიტუციის მიხედვით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილებებში გადადის ფუნქცია, რომელიც უზენასი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის შერჩევას გულისხმობს,რომელსაც ასევე პარლამენტს წარუდგენს.

Facebook Comments
%d bloggers like this: