რუსთავში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს

Nusagi

რუსთავში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ერთი ახალგაზრდა დაჭრეს. ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება ბალანჩივაძის ქუჩაზე მოხდა. ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.

ახალგაზრდა კაცს ჭრილობა მუცლის არეში ცივი იარაღით აქვს მიყენებული. დაშავებულს ოპერაცია ჩაუტარდა და ​საავადმყოფოში რჩება.

ამასთან, კიდევ ერთ ახალგაზრდას ტვინის შერყევა აღენიშნება.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

Facebook Comments
%d bloggers like this: