სალომე ზურაბიშვილმა გუნდის წევრები დაასახელა

Nusagi

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საკუთარი გუნდის წევრები დაასახელა. ესენი არიან: პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა ჟვანია; ქეთევან მახარაშვილი – ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, ეთნიკურ უცირესობებთან საკითხებში და ტერიტორიული თანასწორობის საკითხებში პრეზიდენტის საქმიანობის კოორდინაციის ხელმძღვანელი და ადმინისტრაციის პრესსპიკერი.

დიმიტრი გაბუნია – საპარლამენტო მდივანი; სიმონ პეტრიცი – შშმ პირების საკითხებში მრჩეველი; ნათია სულავა – დიასპორის და  მოქალაქეობის საკითხებში მრჩეველი; აკია ბარბაქაძე – სამხედრო საკითხებში მრჩეველი; ირინა შენგელია – საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობასთან საკითხებში მრჩეველი; კოტე ნაცვლიშვილი – კულტურის, განათლების და მეცნიერების საკითხებში მრჩეველი.

სალომე ზურაბიშვილი ათონელზე მდებარე რეზიდენციაში 18 დეკემბერს შევიდა. მაშინ მან განაცხადა, რომ გუნდს შემდეგ კვირაში დაასახელებდა.

18 დეკემბერსვე ცნობილი გახდა. რომ გიორგი მარგველაშვილის ადმინისტრაციის უფროსმა სოფო ჯაჯანაშვილმა შესაძლოა სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციაშიც გააგრძელოს მუშაობა. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ლაშა ჟვანიამ განაცხადა, მან გიორგი მარგველაშვილის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეს, კობა ედილაშვილს და საფინანსო სამსახურის უფროსს თამარ გოდერძიაშვილს ახალ ადმინისტრაციაში მუშაობა შესთავაზა.

Facebook Comments
%d bloggers like this: