წავკისში, შინდისის გზაზე, ღამით მკვლელობა მოხდა

Nusagi

წავკისში, შინდისის გზაზე, მკვლელობის ადგილზე სამართალდამცველები საგამოძიებო მოქმედებებს რამდენიმე საათის განმავლობაში ახორციელებდნენ. ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ შემთხვევის ადგილიდან მოშორებით, წავკისთანაც, სადაც ღამით მომხდარი დაპირისპირებისას დაჭრილი ერთ-ერთი ახალგაზრდა საავადმყოფოში ტრანსპორტირებისას, ავტომობილში გარდაიცვალა. შინდისის გზაზე ღამით მკვლელობა მოხდა.

ცივი იარაღით 30 წლამდე ასაკის ორი ახალგაზრდა მოკლეს, კიდევ ორი კი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, მოკლული ახალგაზრდები ბიძაშვილები იყვნენ. დაპირისპირების შედეგად დაჭრილი 35 წლის მამაკაცი კლინიკა „პინეოში“ რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული და მისი მდგომარეობა სტაბილურია.

რაც შეეხება კიდევ ერთ დაჭრილს, არსებული ინფორმაციით, ის თავად წავიდა საავადმყოფოში. ჟურნალისტებისთვის ჯერ არ არის ცნობილი, რომელ კლინიკას მიმართა დაშავებულმა.

Facebook Comments
%d bloggers like this: