ხათუნა ხოფერია: არცერთი სიტყვა, რეპლიკა არ მახსოვს მისგან, ნონას, შვილმოკლული დედების დასაცავად თქმული!

Nusagi

ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელშიც იმ აჟიოტაჟს ეხმაურება, რაც კულტურის პალატის ხელმძღვანელის, დათო ოქიტაშვილის განცხადებას მოჰყვა.

„სისხლიან 2011 წლის 26 მაისს, რუსთაველზე, სადაც საქართველოს სიამაყე- ნონა გაფრინდაშვილი ატირებული, დამცირებული, ხოცვა-ჟლეტა გამოვლილი მარტო იჯდა…

პრიმა ბალერინა ანანიაშვილი მკვლელ სააკაშვილთან ერთად “ჟიზელს” ცეკვავდა ნიკა კვინტრაძის გვამზე! არცერთი სიტყვა, არცერთი რეპლიკა არ მახსოვს მისგან, ნონას, ქართველი ხალხის, შვილმოკლული დედების დასაცავად თქმული! ასე ცეკვა-ცეკვით გახადა მისი კგბ-ს ოფიცერი ქმარი პრეზიდენტობის კანდიდატი! ასე ცეკვა-ცეკვით გვემუქრება სახელმწიფო გადატრიალებით, ბოიკოტირებით, ხელისუფლების შეცვლით!

ასე ცეკვა-ცეკვით მოიხსენიებს ივანიშვილს დიქტატორად და ქურდად, შს მინისტრს კრიმინალად, პოლიციელებს კრიმინალურ დაჯგუფებად, ჩვენ- მკვლელებად, ახალგაზრდობას- უპასუხისმგებლო ნახირად! ვტყუი??? რაიმეში ვცდები??? ეს მას პირადად არ უთქვამს და არ უქნია?… შეიძლება, მაგრამ არც დაუგმია, არც გამიჯვნია,……. სამწუხაროდ…“,-წერს ხათუნა ხოფერია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

შეგახსენებთ, კულტურის პალატის ხელმძღვანელმა, დავით ოქიტაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ნინო ანანიაშვილი უნდა გაემიჯნოს მისი მეუღლის, გრიგოლ ვაშაძის ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებს, ან დატოვოს ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის ხელმძღვანელის თანამდებობა.

Facebook Comments
%d bloggers like this: