„გირჩი“ 31 დეკემბერს ზურაბ ჯაფარიძეს გააქირავებს

Nusagi

„გირჩმა“ ზურაბ ჯაფარიძის გაქირავება გადაწყვიტა, ამის შესახებ ორგანიზაციის განცხადებაშია ნათქვამი.

„გირჩი“ პარტიის დაფინანსების მიზნით აწყობს აუქციონს. აუქციონის გამარჯვებულებს, ანუ სამ ყველაზე მსხვილ შემომწირველს, 31 დეკემბრის ღამეს ზურა ჯაფარიძე მეკვლედ ეწვევა.

აუქციონი იყოფა ორ ნაწილად: პირველი ნაწილი 2018 წლის 24 დეკემბრიდან 31 დეკემბრის 23:30 საათამდე, ხოლო მეორე – პირველი იანვრის 00:00 საათიდან 03:00 საათამდე ჩატარდება. დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ ვებ-გვერდს http://japara.ge/ge/auction“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

Facebook Comments
%d bloggers like this: