ცაგურია პარლამენტს: არ აირჩიოთ დიმიტრი გვრიტიშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ!

Nusagi

საზოგადოებრივი მოძრაობა “მე ვიცავ თავისუფლებას” დამფუძნებელი დაჩი ცაგურია “აიპრესით” ყველა იმ ადამიანს მიმართვას, ვინც უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ დიმიტრი გვრიტიშვილს უნდა დაუჭიროს მხარი.

ცაგურია “აიპრესთან” 6 წლის წინ მომხდარს იხსენებს და ამბობს, რომ მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილმა 2012 წელს “ქართული ოცნების” ნაცემი და ნაწამები მხარდამჭერები ისე გაასამართლა, არც უკითხვას სად მიიღეს დაზიანებები.

“პირადად მე, დიმიტრი გვრიტიშვილმა და კიდევ რამდენიმე მოსამართლემ  სრულიად უმიზეზოდ გამასამართლა. სასამართლოებში ერთგვარი ნოტარიუსის ფუნქცია ჰქონდათ. ჩემს არაერთ დაკავებაზე ნოტარიუსის ფუნქცია იკისრეს და არ დაინტერესდნენ, როცა მოსამართლეს შეეძლო დაინტერესებულიყო რატომ ვიყავი ნაცემი, რატომ მქონდა დაზიანებები, რატომ მქონდა წამების კვალი, რომელიც მეტყობოდა იმ სასამართლო სხდომაზე, რომელსაც გვრიტიშვილი განიხილავდა. როცა ვთხოვე, დაინტერესდით, რატომ მაქვს ეს დაზიანებები, დიმიტრი გვრიტიშვილმა მიპასუხა, ეს ჩემი გასარკვევი არ არისო.

იმ პერიოდში ნახმარი ხელსახოცი რომ წარედგინა პროკურატურას და პოლიციას სასამართლოში, მოსამართლეები იმაზეც კი ბეჭედს დაარტყამდნენ. ესენი სააკაშვილთან ერთად იყვნენ იმ სისტემის შემქმნელები.

რა თქმა უნდა, სისტემის მთავარი შემქმნელი მიხეილ სააკაშვილი იყო, მაგრამ დიმიტრი გვრიტიშვილისნაირ ჭანჭიკებს თავისი წვლილი შეჰქონდა საქართველოში ძალადობრივი რეჟიმის ჩამოყალიბებაში. სამარცხვინოა ასეთი მოსამართლეები კანდიდატებად რომ დასახელდნენ! უკვე შეურაცხყოფილი ვარ!

როცა გერმანელმა ხალხმა  ფაშისტური რეჟიმის გასამართლება მოითხოვა, თქვა, მოსამართლეებს ხელი არ ვახლოთ, ამოწურავენ ვადას და ამით დასრულდება ყველაფერი. მეც მქონდა იმედი, რომ ვადის ამოწურვის შემდეგ მოსამართლედ მუშაობას ვეღარ შეძლებდნენ, მაგრამ პირიქით, ვადები უმთავრდებათ და უვადოდ ამტკიცებენ… ეს იმ იმედსაც მიწურავს, რაც ბოლოში მქონდა. კარგი, ჯანდაბას, თუ არ დაიჭერენ და ციხეში არ გაუშვებენ( რასაც ნამდვილად იმსახურებენ) უვადოდ ნუ დაგვიმტკიცებენ სასამართლო სისტემაში! ეს ჩემი, რიგითი მოქალაქის თხოვნაა, რომელიც უმიზეზოდ ჰყვადა დიმიტრი გვრიტიშვილს გასამართლებული. მგონი ამის ლეგიტიმური და მორალური უფლება მაქვს.

ყოფილი პატიმარი, რომელიც სრულიად უმიზეზოდ გამამწესა დიმიტრი გვრიტიშვილმა ციხეში, მივმართავ ვისაც ეს ეხება და გადაწყვეტილებას ღებულობს, მივმართავ პარლამენტს, არ დაამტკიცოთ დიმიტრი გვრიტიშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ!  სრულიად უდანაშაულო გამიშვა ციხეში, ძალინ კარგად იცოდა, რომ დანაშაული არ ჩამიდენია.

თუ ამ ადამიანმა ვერ გაუძლო სააკაშვილის დროს, ე.ი. ეს ადამიან სუსტია. ის იოლად ექცევა ზეგავლების ქვეშ და არაფრით არ შეიძლება მისი უზენაეს სასამართლოში საპასუხისმგებლო თანამდებობაზე დანიშვნა”, – განაცხადა დაჩი ცაგურიამ.

“მე ვიცავ თავისუფლებას” დამფუძნებელი იმ მოსამართლეებს ვისაც ხალხი უკანონო ჰყავს დაპატიმრებული, ურჩევს: “წავიდნენ და საადვოკატო საქმიანობა გააგრძელონ”.

ცნობისთვის,  იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში წარსადგენი მოსამართლეთა 10 კანდიდატურა დაასახელა (სია) რომელსაც კენჭი პარლამენტმა უნდა უყაროს.

შეგახსენებთ, ამ დრომდე ვაკანტურია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტი.

პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის მიერ წარდგენილი, შემდეგ კი პარლამენტის არჩეული უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე 2017 წლის 4 ივლისს თანამდებობიდან გადადგა.

ასევე, ახალარჩეული საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციაზე ფიცის დადებისთანავე, 2017 წელს საქართველოს კონსტიტუაციაში შეტანილი ცვლილებები ამოქმედდა, რომლის მიხედვით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს პრეზიდენტის ნაცვლად იუსტიციის უმაღლესი საბჭო წარადგენს

Facebook Comments
%d bloggers like this: