“ამაყი ვარ, საქართველოს ისტორიაში პირველი ქალი პრეზიდენტის მრჩეველი ვიქნები “- სიმონ პეტრიცი

Nusagi

ამაყი ვარ იმით, რომ ვიქნები საერთაშორისო დონეზე აღიარებული პოლიტიკოსის და რაც უფრო დასამახსოვრებელია საქართველოს ისტორიაში პირველი ქალი პრეზიდენტის მრჩეველი,- ამის შესახებ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების საკითხებში პრეზიდენტის ახალარჩეული მრჩეველი, სიმონ პეტრიცი “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს.

“პრაიმტაიმი” პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

“მადლობა ქალბატონ პრეზიდენტს ნდობისთვის, ამაყი ვარ იმით, რომ ვიქნები საერთაშორისო დონეზე აღიარებული პოლიტიკოსის და რაც უფრო დასამახსოვრებელია საქართველოს ისტორიაში პირველი ქალი პრეზიდენტის მრჩეველი, საჯარო სამსახურში ჩემი პირველი ნაბიჯი დაკავშირებული იყო ქვეყნის ევროპულ მომავალთან მადლობა ჩემ მეგობრებს მთავრობის ადმინისტრაციაში სიყვარულისთვის და თანადგომისთვის მე თქვენ მუდამ მემახსოვრებით, მადლობა ყველას ჩემ განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, ვეცდები ვიყო თქვენი ხმა პრეზიდენტთან,”- წერს სიმონ პეტრიცი.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს მრჩევლები და საკუთარი გუნდის ნაწილი წარადგინა. პრეზიდენტის ადმინისტრაციას ლაშა ჟვანია უხელმძღვანელებს.

ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე იქნება  ქეთევან მახარაშვილი, რომელსაც ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებული და გენდერული თანასწორობის საკითხებში პრეზიდენტის საქმიანობის კოორდინაცია დაევალება, ასევე დროებით პრესსპიკერის ფუნქციებს შეითავსებს.

დიმიტრი გაბუნია დაინიშნა საპარლამენტო მდივნად.დიასპორისა და მოქალქეობის საკითხებში – ნათია სულავა, მრჩეველი სამხედრო საკითხებში – აკია ბარბაქაძე, მრჩეველი საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის საკითხებში ირინა შენგელია, ხოლო კულტურის,  განათლებისა და მეცნიერების საკითხებში კოტე ნაცვლიშვილი.

Read more at https://primetime.ge/news/1545663571-%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A7-%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%AA%E1%83%98?fbclid=IwAR0kdAbYulkMKl_RVxw7xJ8dXymKYFPrmFTU8WcaaAA3BCwWoRtZ-OFkG_8#Sh6js7RvowqewtSR.99

Facebook Comments
%d bloggers like this: