„მშვიდობით გმირო“- ელისო კილაძე დავით ქაცარავას ამხელს

Nusagi

„ქრონიკა+“-ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე სკანდალურ ვიდეოკადრებს ასაჯაროებს, რომელზეც სამოქალაქო აქტივისტის, დავით ქაცარავასა და  პუტინის „ალფა ბანკის“ წარმომადგენლების შეხვედრაა ასახული. ელისო კილაძე დავით ქაცარავას ორმაგ სტანდარტებში სდებს ბრალს და აცხადებს, რომ როდესაც რუსეთის წინააღმდეგ ანტისაოკუპაციო მოძრაობას უდგახარ სათავეში, რუსებთან ერთობლივი პროექტები „ტეხავს“.

„მშვიდობით გმირო“,-წერს ელისო კილაძე და უახლოეს მომავალში ქაცარავასა და კრემლის ბანკის წარმომადგენლებთან საუბრის გასაჯაროებას აანონსებს.

„დავით ქაცარავა პუტინის “ალფა ბანკის” წარმომადგენლებთან ერთად თბილისში.
2017 წელია !
იქნებ ანტისაოკუპაციო მოძრაობის”გმირმა”განმარტოს რაზე ესაუბრება კრემლის ბანკის წარმომადგენლებს !
ერთ საღამოს რუსებთან ვქეიფობთ და მეორე დილას ოკუპაციას ვაპროტესტებთ ?!
ჯერ ამ კითხვებზე გვიპასუხოს”გმირმა”,მერე საუბრის შინაარსს მე გამოვაქვეყნებ !“,-წერს ელისო კილაძე სოციალურ ქსელში.

Facebook Comments
%d bloggers like this: