ბახტაძე: მიუღებელია, რომ ქვეყნის პირველი პირები მოსამართლეებს ურეკავდნენ

Nusagi

საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომამდე გამართულ ბრიფინგზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა.

ბახტაძის თქმით, სრულიად მიუღებელია რომ ქვეყნის პირველი პირები მოსამართლეებს ურეკავდნენ და თავიანთ მოსაზრებებს ეუბნებოდნენ. მისი თქმით, ეკა ბესელიას გადაწყვეტილება მისი პირადი პოზიციაა, რომლის შესახებაც განცხადება თავად გააკეთა.

“ჩემი პოზიცია აუცილებლად და ყოველთვის იქნება ის, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება არასდროს უნდა ჩაერიოს სხვა ხელისუფლების შტოში მიმდინარე პროცესებში. ამ შემთხვევაში, როცა ჩვენ ვსაუბრობთ სასამართლოზე, მოგეწონებათ, რომ როგორც ხდებოდა, ქვეყნის პირველი პირები ურეკავდნენ მოსამართლეებს და თავის მოსაზრებებს ეუბნებოდნენ? – ეს არის სრულიად მიუღებელი. ჩვენ ვაშენებთ სამართლებრივ ქვეყანას, გვაქვს ახალი და გამართული კონსტიტუცია და ყველამ ამის ფარგლებში უნდა ვიმუშაოთ”, – განაცხადა პრემიერმინისტრმა.

Facebook Comments
%d bloggers like this: