გოგო, რომელიც არამარტო ჯოჯოხეთში ჩამომყვა, არამედ ჯოჯოხეთში ცოლად გამომყვა

Nusagi

მერიის ყოფილი თანამშრომელი ოთო აბესაძე, რომელიც კორუფციის ბრალდებით იყო დაკავებული, სოციალურ ქსელში მეუღლესთან, დეა აფციაურთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და წერს:

„ადამიანი, რომელმაც პირდაპირი მნიშვნელობით მომკიდა ხელი და ცხოვრება თავიდან დამაწყებინა!  ეს არის გოგო, რომელიც ყველაზე მძიმე პერიოდში როდესაც ოჯახის ძველისძველი მანქანით ტაქსაობა მომიწია, ფულის დაზოგვის მიზნით, მანქანას საკუთარი ხელით რეცხავდა და მეხმარებოდა. (მე გარედან და დეიკო შიგნიდან) გოგო, რომელიც 4 ადგილზე მუშაობდა, არიგებდა ფლაერებს და აკეთებდა ყველაფერს იმისთვის, რომ ჩემთვის წამლები ეყიდა მაშინ, როდესაც მუშაობა არ შემეძლო მიკრო ინსულტის გამო.

გოგო, რომელიც არამარტო ჯოჯოხეთში ჩამომყვა, არამედ ჯოჯოხეთში ცოლად გამომყვა. გოგო, რომელმაც დამიბრუნა თვითშეფასება და ამ გოგოს დამსახურებაა, რომ დღეს კვლავ 2 უნივერსიტეტის პროფესორი ვარ.

მიყვარხარ მე შენ ძალიან და არ ვიცი ოდესმე თუ გადაგიხდი ამ ყველაფრისთვის სამაგიეროს !

შენ ხარ ქალის, ცოლის და მეგობრის იდეალი !“.

ოთარ აბე­სა­ძე სუს-ის ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი სა­ა­გენ­ტოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა ქრთა­მის აღე­ბის ფაქ­ტზე და­ა­კა­ვეს. გა­მო­ძი­ე­ბა მას ქრთა­მის სა­ხით 3 000 აშშ დო­ლა­რის აღე­ბას ედა­ვე­ბოდა. ჯანმრთელობის გაუარესების გამო, აბესაძე პატიმრობიდან 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: