იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებას მე ამ ადამიანს ვერ დავუტოვებდი

Nusagi

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ თანამდებობა დატოვა. შესაბამისი განცხადება ბესელიამ დღეს, პარლამენტის ქუთაისის სასახლეში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

ამასთან, თანამდებობა დატოვა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ვანო ზარდიაშვილმაც.

„დღეს მივიღე განცხადება ვანო ზარდიაშილის გადადგომის თაობაზე. იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებას მე ვერ დავუტოვებდი ამ ადამიანს.

ეს განცხადება მივიღე დღეს და ამის შემდეგ ვაკეთებ განცხადებას გადადგომის თაობაზე. მე ვიტოვებ იმედს, რომ იურიდიული კომიტეტი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი კომიტეტია, შეარჩევს და შემდეგ პარლამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას ისეთ კანდიდატზე, რომელიც თავმჯდომარე იქნება ამ კომიტეტის, რომელიც ასევე დაიცავს პრინციპებს. იქნება შეუვალი, სამართლიანი და ფასეულობების დამცველი“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

Facebook Comments
%d bloggers like this: