თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში ტაქსი მეეზოვეს შეეჯახა

Nusagi

თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში ტაქსი ფეხით მოსიარულეს შეეჯახა. შეჯახების შედეგად 70 წლამდე მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, რაც ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი მამაკაცი მეეზოვეა და შემთხვევის დროს სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა.

Facebook Comments
%d bloggers like this: