მსახიობი გიორგი გიორგანაშვილი (ბახალა) სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო

Nusagi

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის ორგანიზებაში ბრალდებული მსახიობი, გიორგი გიორგანაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო. ამავე ბრალდებით დაკავებულ ირაკლი ქორიძე კი დამნაშავედ სცნო და 15 წლით თავისისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი არევაძემ რამდენიმე წუთის წინ გამოიტანა.

შეგახსენებთ, რომ ნარკოდანაშაულში მსჯავრდებულ ბახალას შსს-მ მიმდინარე წლის 2 აპრილს ბრალი დაუმძიმა. გიორგანაშვილს ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოტანის ფაქტზე. აქვე აღსანიშნავია, რომ გიორგი გიორგანაშვილი უკვე მსჯავრდებულია სხვა სისხლის სამართლის საქმეზე, სადაც ნარკოტიკული საშუალებების შეძენისთვის რვა წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. შესაბამისად, საერთო ჯამში, ის პატიმრობაში რჩება.

Facebook Comments
%d bloggers like this: