რუსეთში ბავშვთა სახლის აღსაზრდელებმა თოვლის ბაბუას ბრენდული ტანსაცმელი მოთხოვეს

Nusagi

რუსეთში, საქველმოქმედო ორგანიზაციამ „იმედის აკვანი“, პერმის ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს თოვლის ბაბუასთვის წერილების გაგზავნა შესთავაზა. ფონდი აპირებდა საახალწლოდ უდედმამო ბავშვებისთვის სურვილები აესრულებინა, თუმცა წერილების წაკითხვის შემდეგ გადაიფიქრა.

ფონდის წარმომადგენლის, ელენა კოტოვას თქმით, ბავშვებმა თავიანთ გზავნილებში თოვლის ბაბუას Gucci-ს, Nike-ის, Reebok-ის და სხვა ბრენდების ნივთები მოსთხოვეს. როგორც კოტოვამ განაცხადა, ცდილობდა, ინტერნეტში მოეძებნა შესაბამისი საჩუქრები, თუმცა აღმოჩნდა, რომ ბავშვების მიერ მოთხოვნილი თითოეული ნივთის მინიმალური ფასი 350 აშშ დოლარია.

„ბავშვები თოვლის ბაბუას თხოვენ იმას, რასაც სხვები მშობლებს თხოვენ: მოდურ ტანსაცმელს, ფეხსაცმელს, თხილამურებს, გაჯეტებს“,-აღნიშნავს ფონდ Дедморозим-ის ხელმძღვანელი დიმიტრი ჟებელოვი.

მისი აზრით, საჩუქრად ძვირფასი კედების მიღება ფუფუნება კი არ არის, არამედ ბავშვთა სახლის აღსაზრდელებისთვის არის შანსი, რომ კეთილი ხალხის არსებობა შეამოწმონ. ფონდმა თავის ვებგვერდზე ბავშვების წერილები გამოაქვეყნა. პერმის მცხოვრებლებს შეუძლიათ შევიდნენ და ბავშვებს სურვილები აუსრულონ.

Facebook Comments
%d bloggers like this: