ჯანდაცვა

ჯანდაცვის სამინისტრომ „ჰეპა-მერცი“-ს საინფუზიო ხსნარის კონკრეტული სერიის რეალიზაცია შეაჩერა

Nusagi

ჯანდაცვის სამინისტრო „ჰეპა-მერცი“-ს საინფუზიო ხსნართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, სამედიცინო რეგულირების სააგენტომ  აღნიშნული მედიკამენტი შეამოწმა და ფერის ცვლილება დააფიქსირა, რისი მიზეზიც ჯერ დაუდგენელია. შესაბამისად, ევროკავშირის მარეგულირებელი ორგანოების რეკომენდაციის შესაბამისად, საქართველოში შეჩერებულია 711121 სერიის მქონე აღნიშნული ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაცია და იმპორტი

ამასთან, სააგენტო პრევენციისთის პაციენტებს მიმართავს, არ გამოიყენონ საცალო რეალიზაციის ქსელში უკვე შეძენილი 711121 სერიის მქონე„ჰეპა-მერცი 5გ/10მლ 10მლ კონცენტრატი ი.ვ. საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად (ვარგისობის ვადა: 10.2020წ., მწარმოებელი „Merz Pharma GmbH & Co. KgaA“, გერმანია).

„მწარმოებლის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 711121 სერიის მქონე აღნიშნული ფარმაცევტული პროდუქტის ფერის ცვლილების მიზეზი უცნობია. მიმდინარეობს საკითხის შესწავლა. აღნიშნული სერიის დისტრიბუცია განხორციელდა ავსტრიაში, პოლონეთსა და საქართველოში. ევროკავშირის მარეგულირებელი ორგანოების მიერ, რეკომენდებულია, აღნიშნული ფარმაცევტული პროდუქტის სადისტრიბუციო ქსელიდან გამოთხოვა“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ფარმაცევტული პროდუქტი „ჰეპა-მერცი“-ს საინფუზიო ხსნარი გაიცემა რეცეპტით და გამოიყენება სტაციონარულ პირობებში.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,771,984 ნახვა
%d bloggers like this: