,,ეეეჰ, რამდენი მინდა გითხრა, მაგრამ რით გაგახარო??”

Nusagi

,,ჩემო ბუბუნა და გემრიელო და ჭკუიანო ბატონო ილია( ჭავჭავაძევ) რა დაგვიწერე და დაგვიტოვე ასეთი, 120 წლის მერეც ამ დილით დაწერილი რომ გვგონია, ისევ სამშობლოს რომ გვედავებიან, გვძიძგნიან, ჩვენ კი გულარხეინებივით ვყლაპავთ დროს უსაქმურად და მივხოხიალობთ, სად გავჩერდით, საააად? ვეღარ გაგვიგია, რამ შეგვკრა და მოგვაჯადოვა, ეს ახალი წელი კი მაინც აცეტებულებივით გვიხარია, ვაბრჭყვიალებთ ირგვლივ ყველაფერს და გულში ერთი ფერია, დარდის და ტკივილის ფერი, იმიტომ რომ ხვალ არ ვიცი რა იქნება, ბოროტება და გაუტანლობა შეყრია აქაურებს, დიახ, დღესაც მე იციან და არა ჩვენ, ისევ უფსკულის პირას ვართ და ვტაკიმასხრობთ. ისევ რკინის ქალამნების ჩაცმა გვიწევს სამართლის საძებნელად, ესევ ხელგაწვდილები ვდგავართ და ვითხოვთ, არადა, რაც გვაქვს, იმას არ ვუვლით, ვერ ვუფრთხილდებით, ჭკვიანი, გონიერი ჩვენი შვილები მიდიან და სხვისი სამშობლოს მსახურებინ ხდენიან, აღარ ბრუნდებიან, აქაურობისთვის აღარ იხარჯებიან, სხვისი მშობლების მსახურები ხდებიან, იმისთვის რომ საკუთარს წამლის ფული გამოუგზავნონ..ეეეჰ, რამდენი მინდა გითხრა, მაგრამ რით გაგახარო???
2018 წელი, 28 დეკემბერი

.”..არ ვიცით – რანი ვყოფილვართ, არ ვხედავთ – რანი ვართ, ვერ გამოგვისახია – რანი ვიქნებით. ყურებში ბამბა გვაქვს დაცული და თვალებზე ხელი აგვიფარებია. არც არაფერს ვხედავთ, არც არაფერი გვესმის. უზარმაზარი თხრილია ჩვენ, ქართველების წინ და აინუშიაც არ მოგვდის. ამ თხრილის პირას ვდგევართ და საკმაოა ხელი გვკრან – და შინ გადავიჩეხებით დედაბუდიანად. ორბი, არწივიც კი ვეღარ გვიპოვის, ვეღარ დასწვდება ჩვენს ძვლებს, რომ გამოხრან, გამოსწიწკნონ, ისეთი ღრმაა ეს თხრილი, ისეთი უძირო. ვდგევართ და უღონოდა ვბზუით „მე ვარ და ჩემი ნაბადიო“ და ამ ბზუილიდან არა გამოდის-რა. იქნება იმიტომ, რომ ყველა ბუზი კი ბზუის, ფუტკართან კი ყველა ტყუის.

ახალო წელიწადო, თუ რამ შეგიძლიან, თვალი აგვიხილე, ყურებიდან ბამბა გამოგვაცალე, ფუტკრისგან გვასწავლე დროთა შესაფერი სამამაცო ზნენია, რომ ჩვენმა შემდეგმა მაინც აღარა სთქვს: რა გითხრათ? რით გაგახაროთ?”
ილია ჭავჭავაძე. 1897 წელი”-წერს ფეისბუქ-მომხმარებელი ნინო კვჭანტირაძე.

Facebook Comments
%d bloggers like this: