იანვრიდან თბილისის მეტროპოლიტენის თანამშრომლებს ხელფასები გაეზრდებათ

Nusagi

თბილისის მეტროპოლიტენის თანამშრომლებს 2019 წლის იანვრიდან ხელფასები 10-15%-ით გაეზრდებათ. მეტროს დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის „ერთობა 2013“-ის წარმომადგენლებმა  პრესკონფერენციაზე  მადლობა გადაუხადეს პროფკავშირების გაერთიანებას და იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც მათ დაეხმარნენ ივნისში, გაფიცვების დროს.

„ასევე, მადლობას ვუხდით თბილისის მოსახლეობას, ჩვენს მგზავრებს პრობლემის სწორად აღქმისთვის და აქვე გვინდა ბოდიში მოვუხადოთ გაფიცვის დროს შექმნილი დისკომფორტისთვის. ასევე, კომპანიის, მერიისა თუ სახელმწიფოს წარმომადგენლებს, ვინც სწორად გაიგო ჩვენ მიერ დასმული პრობლების არსი და ქმედითი ნაბიჯები გადადგა მისი მოგვარებისთვის“, – განაცხადეს პროფკავშირების წარმომადგენლებმა.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: