ინდოეთში კაცს სისხლის ცრემლები წამოუვიდა

Nusagi

ინდოეთში ექიმს მიმართა კაცმა ჩივილით, რომ მას თვალებიდან სისხლიანი ცრემლები წამოუვიდა. ამის შესახებ The Daily Mail-ი წერს

22 წლის კაცს ასეთი ცრემლდენა უკვე ორჯერ ჰქონდა. მისი თქმით, სისხლის დენაც და მისი შეწყვეტაც მისგან დამოუკიდებელი მიზეზებით ხდებოდა.

სპეციალისტებმა ყველა შესაძლო კვლევა ჩაატარეს და აღმოაჩინეს, რომ პაციენტს სისხლძარღვები სრულ წესრიგში ჰქონდა. საბოლოოდ მას ჰემოლაკრია დაუდგინეს. ეს არის უიშვიათესი დაავადება, რომლის დროსაც თვალიდან ცრემლთან ერთად სისხლიც მოდის.

ინდოელი ახალგაზრდის შემთხვევაში, ამ დაავადების მიზეზი ვერ დადგინდა.

Facebook Comments
%d bloggers like this: