მოდა

ოპტიკურმა ილუზიამ მელანია ტრამპის შარვალზე, აჟიოტაჟი გამოიწვია

აშშ-ის პირველი ლედის, მელანია ტრამპის ტანსაცმელზე ოპტიკურმა ილუზიამ სოციალური ქსელის მომხმარებლებში აჟიოტაჟი გამოიწვია.

ABC News-ის „ტვიტერზე“ გამოქვეყნებულმა ფოტომ, რომელზეც დონალდ ტრამპი მეუღლესთან ერთად თვითმფრინავიდან ჩამოდის, მკითხველები  დააეჭვა, რომ მელანიას შარვლის ჩაცმა დაავიწყდა.

კადრებში ჩანს, რომ პირველ ლედის მოკლე მწვანე პალტო აცვია, ფეხები კი ისე ჩანს, თითქოს შიშველი აქვს.

„ეტყობა, სანამ მოფრინავდა მელანიამ გახდაზე ითამაშა რამდენიმე რაუნდი და წააგო,“,-ხუმრობენ ამერიკელი ინტერნეტმომხმარებლები.  მთლიანი გამოსახულების ნახვის შემდეგ კი ჩათვალეს, რომ მელანია ელფის ტანსაცმელში იყო გამოწყობილი.

Facebook Comments