გიორგი ბერეჟიანი – უკვე ვიმკით კალაძის ნათქვამის შედეგს

Nusagi

სამოქალაქო აქტივისტი გიორგი ბერეჟიანი სოციალურ ქსელში წერს, რომ საზოგადოება უკვე იმკის ტაქსების ფასზე კალაძის განცხადების შედეგს.

„საღოლ კალაძე, უკვე ვიმკით მისი ნათქვამი კრეტინობის შედეგს, ორ ლარიან მანძილზე ტაქსისტმა ქალს ხუთი ლარი მოთხოვა, მე შევესწარი ჩხუბს, ნუცუბიძეზე დელისის თავზე, საბაგიროსთან:
-როგორ არ გცხვენია, ახალი წლის ხათრით გაძლევ ოთხ ლარს, ორ ლარიან მანძილზე და შენ ხუთს ითხოვ?
-გაძვირდა ქალბატონო ბენზინი…
ჩავერთე:
-საიდან მოდიხართ ქალბატონო?
-მესამის გადასახვევიდან!
-რატომ ნაგლობ ბიჭო? ქალს ჩაგრავ? – მივმართე ღორის თესლს
-წინასწარ უნდა ეთქვა, რომ ოთხად უნდოდა, იქნება არ მაწყობს
-500 მეტრი გაიარე და ხუთი გინდა? შენ ხომ არ @@@@ევ? თქვენთან ბოდიში ქალბატონო!
-გაანებეთ თავი, ვერ ხედავთ რა მათხოვარია? ჩემს ადგილას კაცი რომ ყოფილიყო, მაგას გაუბედავდა? ვერავინ დამაჯერებს იმას, რომ ამ წუნკალს საცოლეზე დუხს ვინ ჩივის, ერთი იაც არ ექნება ნაყიდი. ფუ რა საზიზღრები არიან წუნკალი კაცები
-სად ხედავთ აქ კაცს?
-ვაბშე არაფერი მინდა, გჩუქნი! – აუფეთქდა არარსებული თავმოყვარეობა სპერმატოზოიდს
მაგარი სცენა გაიჩითა. ულამაზესი ბალზაკის ასაკის მაგარი ქალი, ხელში ჭუჭყნის ხუთლარიანს და სახეში ესვრის მძღოლს, სიტყვებით:
-არ მინდა გაგისკდეს პაწუა გული, პატარა სულის მქონე კაცუნას
მე, ქალბატონის ზურგის უკნიდან, სპერმას მუშტი დავანახე და ცერით ყელთან გავიტარე ფრჩხილი, რასაც ეტყობა მიხვდა ტიპი და მხოლოდ ეს ამოღერღა:
-მერს არ უსმინეთ, ტაქსის ფასები არარეალურად დაბალიაო, რომ თქვა? იმაზე ჭკვიანები ხართ?
.ისტერიულად გაგაზა ტიპმა, ხუთლარიანიც გაიყოლა“,-წერს გიორგი ბერეჟიანი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

 შეგახსენებთ,  დედაქალაქის მერმა განაცხადა, რომ თბილისში ტაქსის მძღოლების მხრიდან ავტომობილები იქნება მოწესრიგებული, რაც  რა თქმა უნდა, ბუნებრივად გამოიწვევს ფასების მატებას. თუმცა პარალელურად  მუნიციპალიტეტში ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი იყოს  ყველასთვის ხელმისაწვდომი და ყველაზე კომფორტული.

Facebook Comments
%d bloggers like this: