ეკა ბესელია იურიდიული კომიტეტის წევრად დარჩენას აპირებს

Nusagi

დღეს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ გედევან ფოფხაძის კანდიდატურას დაუჭირა მხარი. ახლა ეს გადაწყვეტილება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე უნდა განიხილონ და დაამტკიცონ.

რაც შეეხება ეკა ბესელიას, ის იურიდიული კომიტეტის წევრად დარჩენას აპირებს.

კომიტეტის თავმჯდომარეს დეპუტატები საგაზაფხულო სესიაზე აირჩევენ.

რეგლამენტით, თავმჯდომარის მოვალეობა პირველმა მოადგილემ უნდა შეასრულოს, რომელსაც კომიტეტის უმრავლესობა აირჩევს. ეს თანამდებობა კი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც ბესელიას გადადგომის შემდეგ პოსტი საკუთარი სურვილით ვანო ზარდიაშვილმაც დატოვა.

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის ცვლილების საკითხის განხილვა ბიუროს სხდომაზე გაგრძელდება. ეკა ბესელიამ საკანონმდებლო ორგანოს დაკავებული თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადებით უკვე მიმართა.

Facebook Comments
%d bloggers like this: