ქუთაისში დღეს მსურველებს საშუალება ექნებათ გრანდიოზული გოზინაყი დააგემოვნონ

Nusagi

საახალწლო სმზადისი დილიდან მიმდინარეობს ქუთაისში. დღის განმავლობაში სხვადასხვა კულტურული აქტივობებია დაგეგმილი:საბავშვო კონცერტები, თეატრალური წარმოდგენები, დრამების შოუ, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა – გაყიდვა.

12:00 საათიდან ნებისმიერ მსურველს საშუალება ექნება გრანდიოზული გოზინაყი დააგემოვნოს. ქალაქის ქუჩებში გამოჩნდება თოვლის ბაბუა, რიმელიც პატარებს ტკბილეულს დაურიგებს.

დღესვე ქართველი პიანისტის დათუნა ალადაშვილის კონცერტი გაიმართება. საღამოს კი გალაკონცერტზე ცნობილი ქართველი მომღერლები: რობი კუხიანიძე, ქეთათო ჩარკვიანი და ლუკა ზაქარიაძე იმღერებენ.

Facebook Comments
%d bloggers like this: