burger king-ის რესტორნების დირექტორის, ირინა ახმატოვას მკვლელობისთვის დაკავებულმა დანაშაული აღიარა

Nusagi

რუსეთის საგამოძიებო სამსახურმა უწყების youtube-გვერდზე გამოაქვეყნა რესტორან burger king-ის დირექტორის, ირინა ახმატოვას მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მამაკაცის დაკითხვის ამსახველი ვიდეო. ვიდეოზე მამაკაცი ამბობს, რომ ირინა ახმატოვა თანამზრახველთან ერთად მოკლა. მიზეზად კი ძარცვას ასახელებს.

როგორც ცნობილი გახდა, მამაკაცმა მკვლელობა ადრე დაგეგმა: თანამგზავრების საძიებო ვებგვერდზე bla bla car შექმნა რამდენიმე ფეიკექაუნთი, მათ შორის ქალის სახელით და ირინა ახმატოვას მანქანაში ყველა ადგილი დაჯავშნა.

მკვლელობის შემდეგ, მამაკაცმა, რომელიც ადრე სექსუალური დანაშაულისთვის იხდიდა სასჯელს, მოკლულის ცხედარი ტყეში დააგდო და მსხვერპლის მანქანით იაროსლავლისკენ გაემგზავრა. მას ავტომობილი უნდა დაეშალა და ნაწილებად გაეყიდა, თუმცა როდესაც გაიგო, რომ მასზე ძებნა გამოცხადდა, ქალაქში დააგდო და თავად მიმალვას შეეცადა, ახმატოვას გაუჩინარების შესახებ 26 დეკემბერს გახდა ცნობილი.

ქალი საკუთარი მანქანით მოსკოვიდან ტულაში, მშობლებთან მიემგზავრებოდა. ახმატოვამ პოპულარულ ვებგვერდზე თანამგზავრი მონახა, რათა გზაში მარტო არ ყოფილიყო. მოგვიანებით, ქალის ავტომობილი იაროსლავლში, ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრთან იპოვეს. ეჭვმიტანილი კი მიმალვის მცდელობისას დააკავეს.

Facebook Comments
%d bloggers like this: