ნაბახუსევი – როგორ აღვიდგინოთ თავი დღესასწაულის შემდეგ და რისი გაკეთება კატეგორიულად არ შეიძლება

Nusagi

ნაბახუსევის სინდრომი ბევრ ისეთ უსიამოვნო უსიამოვნო შეგრძნებას იწვევს, როგორიცაა გულისრევა, წყურვილი, თავის ტკივილი და თავბრუსხვევა. რატომ ჩნდება ეს სიმპტომები?

პირველ რიგში, მიზეზი სასმელის ხარისხია, ასევე მნიშვნელოვან როლს თამაშობს, რაოდენობაც. საშუალოდ, დაშვებული ნორმა არის 1 კგ წონაზე-6 მლ, რომელიც 4-5 საათის განმავლობაში უნდა გადანაწილდეს.

რეალურად კი, დღესასწაულებზე უმეტესობა ალკოჰოლის მთელ ამ დოზას პირველი ერთი საათის განმავლობაში იღებს. რა ხდება შემდეგ?

ალკოჰოლი აღწევს ყველა ორგანოსა და სისტემაში, მათ შორის- ტვინის უჯრედებში, იწვევს შეშუპებას და მაღალ არტერიულ წნევას. ორგანიზმში იწყება ელექტროლიტული და მჟავა-ტუტოვანი ბალანსის მოშლა, რაც სერიოზულ გაუწყლოვნებას იწვევს, აქედან მოდის მტანჯველი წყურვილის გრძნობა. 

დილით, ალკოჰოლით  მოწამლულ ორგანიზმში სითხის დეფიციტი, 1,5 ლიტრია, ასევე იწყევა ისეთი ელექტროლიტების დეფიციტი, რომელიც ორგანიზმიდან ალკოჰოლის გამოდევნას უწყობს ხელს, ესენია : მაგნიუმი, ფოსფორი, კალიუმი და ნატრიუმი.

სწორედ ამიტომ, დილით ადამიანს აჟრიალებს, თავს სუსტად გრძნობს, თავი და ტანი აღარ ემორჩილება, ასევე  ემოციურად ძლიერ დათრგუნულია.

აქედან მოდის დღესასწაულების შემდეგ, უკვე დიდი ხნის წინ დამკვიდრებული სწრაფვა მჟავეულისადმი: ის შეიცავს სწორედ ნივთიერებებს, რომელიც ორგანიზმს იმ წუთებში სჭირდება. ნაბახუსევზე საუკეთესო საშუალებაა კიტრისა და კომბოსტოს მწნილი.

როგორ აღვიდგინოთ თავი დღესასწაულების შემდეგ

1. დალიე ბევრი სითხე, უმჯობესია მინერალური წყალი, ვინაიდან ის შეიცავს საჭირო ელექტროლიტებს ალკოჰოლის გამოსადვენად. ასევე კარგი საშუალებაა ლიმნიანი წყალი, რომელიც მდიდარია C ვიტამინით და ანტიოქსიდური თვისებითაც ხასიათდება.

2. მიიღე კონტრასტული შხაპი. მონაცვლეობით გრილი და თბილი (არავითარ შემთხვევაში ცხელი) წყალი. ეს სტრესს მოგიხსნის და გაგამხნევებს.

3. გათავისუფლდი თავის ტკივილისგან. ტკივილის მოთმენას ამ შემთხვევაში, გამართლება არ აქვს, სჯობს დროზე მოირჩინო. მიიღე ჩაი და გადი სუფთა ჰაერზე, იქნებ ჟანგბადმა გიშველოს, თუ არ გაგივლის, დალიე ტკივილგამაყუჩებელი.

3. გათავისუფლდი გულისრევისგან, მიიღე ბევრი სითხე და შეეცადე, გული აირიო ენის უკანა ნაწილში ორი თითის დაჭერით. თუ ეს მეთოდიც არ გიშველის, მიიღე შესაბამისი პრეპარატი.

გაფრთხილება.

არ ენდო გავრცელებულ მითებს იმის შესახებ, რომ ნაბახუსევს ალკოჰოლი, ან ცხელი შხაპი შველის.

ალკოჰოლი ორგანიზმში კიდევ უფრო მეტ ტოქსინს დაამატებს და მდგომარეობას  დაამძიმებს, ცხელი, ქაფქაფა შხაპი კი, ძალიან საშიშია გულისთვის, რომელიც ისედაც საგანგებო რეჟიმში მუშაობს.

 

Facebook Comments
%d bloggers like this: