მალის სოფელში შეიარაღებულმა პირებმა სულ ცოტა 37 ადამიანი მოკლეს

Nusagi

ცენტრალურ მალიში მდებარე ერთ-ერთ სოფელში ტრადიციულ მონადირეებად წოდებულმა შეიარაღებულმა კაცებმა, სულ ცოტა, 37 ადამიანი მოკლეს. ამის შესახებ მალის ოფიციალური პირები იუწყებიან. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

კოულოგონის სოფელში შეიარაღებულმა პირებმა ბევრი სახლი გადაწვეს. ხელისუფლებას მომხდარზე გამოძიება უკვე დაწყებული აქვს.

გასულ წელს დოგონის მონადირეებსა და ადგილობრივი ეთნიკური ჯგუფის ფულას წარმომადგენლებს შორის შეტაკებას ასობით ადამიანი ემსხვერპლა. მათ შორის დაპირისპირების მიზეზი ხშირად მიწა და წყალია.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: