მექსიკაში ქალაქის მერი ფიცის მიღებიდან ერთ საათში დაიღუპა

Nusagi

მექსიკაში ტლახიაკოს მუნიციპალიტეტის მერი, ალეხანდრო აპარისიო ფიცის მიღებიდან, ზუსტად ერთ საათში მოკლეს. ამის შესახებ მექსიკური პრესა იუწყება.

უცნობმა პირმა მერს ცეცხლი გაუხსნა, როდესაც ის მოქალაქეებს ხვდებოდა. თავდასხმისას კიდევ ოთხი ადამიანი დაშავდა.

როგორც ოახაკის შტატის გუბერნატორს გენერალურმა პროკურორმა შეატყობინა, ეჭვმიტანილი უკვე დაკავებულია.

ბოლო წლებია, მექსიკა ნამდვილი ბრძოლის ველი გახდა ნარკოკარტელებისთვის. 2016 წელს ქვეყანა მსოფლიოში მეორე ადგილზე გავიდა ძალადობრივი სიკვდილის რაოდენობით. პირველი ადგილი მან მხოლოდ სირიას დაუთმო, სადაც 2011 წლიდან სამოქლაქო ომი მიმდინარეობს.

მას შემდეგ, რაც მექსიკის ხელისუფლებამ ორგანიზებულ დანაშაულს ბრძოლა გამოუცხადა, ქვეყანაში 10 წლის განმავლობაში 200 000 ადამიანი მოკლეს, 30 000 კი, დაკარგულად მიიჩნევა.

 

Facebook Comments
%d bloggers like this: