მისტიკა და ჩვეულებები

როგორ უნდა შეხვდეთ ბედობას, რომ კარგი წელი დაგებედოთ

Nusagi

 საქრთველოში 2 იანვარს  ბედობა აღინიშნება. ბედობა რელიგიური დღესასწაული არ არის, თუმცა  ტრადიცია ათას წელზე მეტს ითვლის და ხალხში საკმაოდ პოპულარულია.

ძველად მიჩანდათ, რომ როგორც შეხვდებოდნენ ამ დღეს, მთელი წელს ისე გაატარებდნენ. ეს ტრადიცია დღესაც გრძელდება, რომლის თანახმადაც, ბედობას ყოველთვის ხალისიანი განწყობით უნდა შეხვდეთ.

ბედობის დღეს არ შეიძლება ჩხუბი, საყვედური, წყენა, წუწუნი.

ამ დღეს ოჯახები არც რაიმეს სესხულობდნენ და არც რაიმეს გაასესხებდნენ, ვინაიდან სესხება, გასესხება, ოჯახის ნივთების განათხოვრება და სხვა, დაკავშირებული იყო გაწბილებასთან და მოტყუებასთან.

ოჯახში თუ ვინმე ავადმყოფოდა, ცდილობდა ლოგინიდან წამომდგარიყო და ფეხზე მყოფს გაეტარებინა მთელი დღე, რადგან მიაჩნდათ, რომ თუ ბედობას ფეხზე დამდგარი და მედგრად შეხვდებოდნენ, სნეულება და ავადმყოფობა მომავალ წელს აღარ შეაწუხებდათ.

ძველად  ცდილობდნენ, ბედობა ძირითადად სახლში, ოჯახის წევრებთან ერთად გაეტარებინათ და „კარგი ფეხის მქონე“ მეკვლე მიეღოთ. დღეს ასე აღარ არის. ყველა ცდილობს,  იმ ადამიანებს შეხვდეს, რომლებთან ერთადაც თავს კარგად გრძნობს და მთელი წელი მათთან ურთიერთობა უნდა. ამისთვის კი, იკრიბებიან ერთმანეთთან ოჯახებში, ან მიდიან  კაფე-რესტორნებში,  კინოთეატრებსა თუ გასართობ ადგილებში.

საქართველოში ბედობას ორჯერ აღნიშნავენ – 2 იანვარს და 15 იანვარს.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,776,935 ნახვა
%d bloggers like this: