ქნესეთმა მოიწონა კანონი, რომელიც სექსმუშაკებით მომსახურებას კრძალავს

Nusagi

ისრაელის პარლამენტმა მეორე და მესამე მოსმენით მოიწონა კანონპროექტი, რომელიც სექსმუშაკებით მომსახურებას კრძალავს, ამის შესახებ Times Of Israel (TOI) იუწყება.

კანონი, რომლიც მიხედვითაც დაისჯება არა სექსმუშაკი, არამედ მისი კლიენტი, 18 თვის განმავლობაში ამოქმედდება. ამ პერიოდში ხელისუფლებამ უნდა განახორციელოს პროექტები სექსმუშაკთა რეაბილიტაციისთვის, რათა მათ ალტერნატიული სამუშაოს შოვნის საშულება ჰქონდეთ.

სასჯელი ითვალისწინებს ჯარიმას 530 დოლარის ოდენობით, განმეორებისას ეს თანხა ორმაგდება, თუმცა ცალკეულ შემთხვევებში, პროკურორს უფლება ექნება, ჯარიმა 20 ათას დოლარამდე გაზარდოს.

TOI ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება, რომ ქვეყანაში 16 ათასზე მეტი სექსმუშაკია, ამ ინდუსტრიის ბაზარი კი, დაახლოებით 300 მილიონ დოლარს შეადგენს.

 

 

 

 

Facebook Comments
%d bloggers like this: