„დღევანდელი ქოცსასტავიდან უმრავლესობა არამარტო მუჭუჭობდა, აქტიურად ემსახურებოდა ნაცისტებს!“

Nusagi

სამოქალაქო აქტივისტი გიორგი ბერეჟიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელში უმრავლესობის წევრ სოფო კილაძეს აკრიტიკებს.

„იმედის“ ქრონიკაში პირველ ნიუსად იყო ლაპარაკი იმაზე, ვინ დაინიშნება სოფო კილაძის კომიტეტში, გედეონ ფოფხაძის ადგილზე. ნეტავ ვინმეს აინტერესებს? ვინც გინდა დანიშნონ, ჩვენთვის რამე შეიცვლება? სოფოს წამოცდა, რომ თურმე ყველაფერს გუნდში იხილავენ და ერთმანეთთან შეთანხმების გარეშე, არავის არსად ნიშნავენ. ანუ ის ბედნიერება, რომელიც ჩვენ მოგვანიჭეს, როცა ზარდიაშვილი, მდინარაძე, ოქრიაშვილი, მათიკაშვილი და ბევრი სხვა არარაობა კისერზე მოგვასვეს წურბელებად, მათი გუნდის დამსახურება ყოფილა. ჩვენ კი ბიძინას ვაბრალებდით! ჩემთვის ყველა ის, ვისაც პრეტენზია აქვს პოლიტიკოსობაზე, არარაობაა. ვინც მიშას ცხრაწლიანი რეჟიმის დროს მდუმარედ ოჯახისათვის მუჭუჭობდა და ერთ ადგილზე ეკიდათ ჩვენ რომ თავ-ყბას გვილეწავდნენ, ხოლო ასობით და ათასობით ადამიანს აწამებდნენ, ცემდნენ და მოკლეს. დღევანდელი „ქოცსასტავიდან“ უმრავლესობა არამარტო მუჭუჭობდა, აქტიურად ემსახურებოდა ნაცისტებს! ზარდიაშვილის დეპუტატად დამსმელებს რა ნდობა უნდა გქონდეთ ჩვენი? ერთმა ბობოლა „ქოცმა“ კი, მის ძმაზეც იზრუნა, სამიათასლარიან ჯამაგირზე მოსვა! ბოდიში ბიძო, შენ უბრალო ყოფილხარ, გიღალატეს ვისაც ენდე იმათმა! სოფო კილაძე! ვისი იდეა იყო ზონდერ ზარდიაშვილის, ნაცისტების გამომძიებელი მდინარაძის, ბანკის მუშაკ მათიკაშვილის,„ ნაცისტების“ დამფინანსებლის, ოქრიაშვილისა და სხვა გარეწრების, ჩვენს კისერზე მოსმა წურბელებად?“,-წერს ბერეჟიანი.

Facebook Comments
%d bloggers like this: