ეკა გიგაურმა, ზვიად ქორიძემ და რამდენიმე წევრმა შეწყალების კომისია დატოვეს

Nusagi

ეკა გიგაურმა, ზვიად ქორიძემ და რამდენიმე წევრმა შეწყალების კომისია დატოვეს. როგორც ეკა გიგაური აცხადებს, წასვლის შესახებ განცხადება ნოემბერში, ჯერ კიდევ გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტობის დროს დაწერა. მისი ინფორმაციით, კომისიის სხვა რამდენიმე წევრიც იგივეს აპირებდა. „მე ჯერ კიდევ მარგველაშვილის პრეზიდენტობის დროს, კომისიის ბოლო სხდომის შემდეგ, ნოემბერში დავწერე განცხადება ( კომისიის სხვა რამდენიმე წევრიც აპირებდა იგივეს თუ არ ვცდები ) და 5- წლიანი მუშაობის შემდეგ დავტოვე კომისია. წარმატებას ვუსურვებ კომისიის ახალ წევრებს. ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა ამ კომისიაში მუშაობა, რადგან გადაწყვეტილებას იღებ იმაზე, მისცე თუ არა ცხოვრების ახლებურად გაგრძელების შანსი კონკრეტულ ადამიანებს ისე, რომ არ იცი ამ შანსს გამოიყენებენ თუ არა.აქვე ძალიან დიდ მადლობა მინდა გადავუხადო ზვიად ქორიძეს! მგონია, რომ ის იყო ყველაზე გამორჩეული კომისიის თავმჯდომარე,” – წერს ეკა გიგაური “ფეისბუქზე”. კომისია დატოვა თავმჯდომარემ, ზვიად ქორიძემაც. მან განცხადება კომისიიდან გასვლის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციას უკვე ჩააბარა.

Facebook Comments
%d bloggers like this: