„ქართული ოცნების“ ოფისში ფრაქციის სხდომა მიმდინარეობს, რომელსაც ბიძინა ივანიშვილიც ესწრება.
როგორც შეხვედრის დაწყებამდე დეპუტატებმა განაცხადეს, ისინი შეხვედრაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით იმსჯელებენ.
ასევე, სავარაუდოდ, განხილული იქნება ეკა ბესელიასა და პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ ერთმანეთის მისამართით გაკეთებული კრიტიკული განცხადებები.
ეკა ბესელია სხდომას არ ესწრება. ის საქართველოში არ იმყოფება.
Facebook Comments