ეკა ბესელიამ შესაძლოა ფრაქცია „ქართული ოცნება“ დატოვოს

Nusagi

ეკა ბესელია საქართველოში ჩამოსვლისთანავე ფრაქცია “ქართული ოცნების” ხელმძღვანელთან შეხვედრას გეგმავს. მამუკა მდინარაძეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე უკვე ღიად აკრიტიკებს. ამის მიზეზად კი, როგორც მოსამართლეების დანიშვნის საკითხს, ისე გედევან ფოფხაძის კომიტეტიდან გაწვევას ასახელებს.

“თავს ვალდებულად მივიჩნევ, ვუპასუხო შეურაცხმყოფელ კომენტარს და ჩემი პასუხი იქნება ძალიან ღია. ამას გავაკეთებ, როცა დავბრუნდები, მდინარაძესაც და კობახიძესაც მინდა ვუთხრა, რომ ისინი ორივე მხარს უჭერდნენ კომიტეტის ამ სხდომის ჩატარებას წლის ბოლო კვირას, ამით ისინი მხარს უჭერდნენ ამ სიას. ეს არის პრინციპული შეუთავსებლობა, ღირებულებათა სხვაობა, რომელიც ჩვენ გვაქვს. რაც შეეხება ახალი ვერსიის შემოტანის უნიჭო მცდელობას, რომ იყო რაღაც სხვა მიზეზი, რატომ ვერ ამბობენ, რა იყო ის სხვა მიზეზი. ვერ ამბობენ, რადგან არაფერი სხვა მიზეზი არ არსებობს ამ მიზეზის გარდა. კარგია, რომ კობახიძემ თავად ახსენა აგვისტოში იმ ფარული დინებების შესახებ, რომელიც მათ შორის მისი მონაწილეობით მიმდინარეობდა გუნდში და ეხებოდა სწორედ იურიდიულ კომიტეტს. კობახიძემ თავად ახსენა ეს და რადგან ახსენა, ამიტომ უკვე არ იქნება ჩემგან სწორედ ამ ეთიკური წესის დარღვევა, რომ ამას ვუპასუხო. რატომ არ მოხდა მაშინ ჩემი წასვლა კომიტეტიდან იქნებ ახსნას, ან რატომ უნდა გადავსულიყავი კომიტეტიდან და რატომ უნდა წავსულიყავი. ეს კითხვა დაუსვით მას, რატომ უნდა მიმეღო ეს გადაწყვეტილება, როცა არ მქონდა ამის სურვილი და თუ ასე იყო, რატომ არ მოხდა ამ გადაწყვეტილების მიღება აბა ამაზეც ისაუბროს”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

Facebook Comments
%d bloggers like this: