პოლიტიკა

ელისო კილაძე – მეგონა, შვილმოკლული მამების აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი მე ვიყავი

აქამდე მეგონა, შვილმოკლული მამების საპროტესტო აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი მე ვიყავი ! ,-ამის შესახებ „ქრონიკა+“-ის რედაქტორი, ელისო კილაძე წერს. მისი თქმით,  ინფორმაცია არ აქვს, რა დავალებებს იღებენ სააკაშვილისგან რუსთაველზე გაშლილ კარავში მყოფი ადამიანები.

„არ მაქვს არანაირი ინფორმაცია, რა დავალებებს იღებდა და იღებს ეს ჯგუფი მიხეილ სააკაშვილისგან, კატეგორიულად ვემიჯნები ამ პროცესს და ყველა იმ პირის ქმედებას, ვინც თვლის, რომ სააკაშვილი მისი სარდალია !
ამ ჩართვისას თბილისში არ ვიმყოფებოდი, ადგილზე არ იყო ზაზა სარალიძე !
8 იანვარს ვბრუნდები თბილისში, მოვითხოვ საორგანიზაციო ჯგუფის შეკრებას და განმარტებებს, რა ბრძანებებზეა საუბარი (თუ ასეთი არსებობს ბუნებაში ).
ვიხსნი პასუხისმგებლობას ვიწროპარტიულ ქმედებებზე და სამომავლო გეგმებზე !“,-წერს ელისო კილაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელზეც აღბეჭდილია რუსთაველზე მამების აქციის ერთ-ერთი აქტიური მონაწილე, რომელიც მიხეილ სააკაშვილს ანგარიშს აბარებს  და არწმუნებს, რომ მის ბრძანებებს 5-ანზე ასრულებს.

Facebook Comments