თურქეთ-ირანის საზღვარზე სროლა მოხდა, არის მსხვერპლი

Nusagi

თურქეთში, იგდირის პროვინციაში ქურთთა მუშათა პარტიის წევრებმა სასაზღვრო პუნქტს დაესხნენ თავს.

Haberturk-ის ინფორმაციით, სროლის შედეგად ერთი თურქი სამხედრო დაიღუპა და ორი დაიჭრა.

ინციდენტის შემდეგ თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა ქურთთა მუშათა პარტიის წევრების სალიკვიდაციო ლოკალური ოპერაცია დაიწყეს.

დაჭრილები იგდირის საავადმყოფოში მოათავსეს.

Facebook Comments
%d bloggers like this: