პოლიტიკა

მე, ზაზა ოქუაშვილი, პირადად არ ვიცნობ ეკა ბესელიას და არც პირადი კონტაქტი მქონია მასთან

ექსპერტ გია აბაშიძის მიერ გაკეთებულ სკანდალურ განცხადებას, სადაც ის პარლამენტის იურიდიული კომიტეტის ყოფილ თავჯდომარეს ეკა ბესელიას “ომეგა ჯგუფთან” კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს, ზაზა ოქუაშვილი განცხადებით ეხმაურება და აღნიშნულ ფაქტს სიცრუეს უწოდებს:

„გია აბაშიძის მიერ ფეისბუქით გავრცელებული ბრალდება ეკა ბესელიასა და ომეგას შორის არამართებული გარიგების შესახებ საფუძველსმოკლებული და მცდარია.

მე, ზაზა ოქუაშვილი, პირადად არ ვიცნობ ქალბატონ ეკა ბესელიას და არც პირადი კონტაქტი მქონია მასთან.

ამგვარი ბრალდებები არის არასერიოზული და აშკარად ემსახურება არაჯანსაღ მიზნებს“,- ნათქვამია ზაზა ოქუაშვილის განცხადებაში.

 

Facebook Comments