ნაძვის ხის სათამაშოები საბჭოთა კავშირის დროს – ნახეთ, თქვენც ხომ არ გქონდათ ასეთი

Nusagi

საბჭოთა კავშირის პერიოდის სათამაშოებიდ ღემდე ბევრ ოჯახშია შემორჩენილი.

მიუხედავად იმისა, რომ დღეს გაცილებით ლამაზი საახალწლო მოსართავები არსებობს, ძველი დროის სათამაშოები ადამიანებში ბავშვობის ნოსტალგიას და ტკბილ მოგონებებს იწვევს.

საბჭოთა დროის საახალწლო სათამაშოები პრინციპულად განსხვავდებოდა რევოლუციამდელისგან.  ადრე სათამაშოები ასახავდა ბიბლიურ სიუჟეტებს- ანგელოზებს, ზარებს, შობას, ბეთლემის ვარსკვლავს. ახალი კი, ახალი იდეების პროპაგანდას – კრემლის ვარსკვლავებს, სსრკ-ს სიმბოლიკას, დირიჟაბლებს, თვითმფრინავებს, ავტომობილებს და სხვ.

1940-1960 წლებში ფართოდ იყო გავრცელებული მავთულზე წამოცმული ფერადი მძივებითა და შუშის წვრილი მილებით აწყობილი სათამაშოები. ნიკიტა ხრუშჩოვის დროს მოდაში შემოვიდა ხილისა და ბოსტნეულის გამოსახულების შუშის სათამაშოები, განსაკუთრებული პოპულარობით სიმინდი სარგებლობდა.

1960-იან წლებში კოსმოსში პირველი ადამიანი გაფრინდა, სათამაშოების წარმოებამ მაშინვე მოახდინა რეგაირება და საახალწლოდ შუშის კოსმონავტების დ რაკეტების გამოშვება დაიწყო.

სსრკ-ს დროინდელი სათამაშოები ძირითადად შუშის იყო, თუმცა 1960-იან წლებში პლასტმასის ფიგურების წარმოებაც დაიწყო. მხატვრები გაბედულ ექსპერიმენტებს ატარებდნენ და ბურთებს ხან წაგრძელებულ ფორმას აძლევდნენ, ხან ჩაღრმავებულს.

1970-იან წლებში სტანდარტიზაციის ერა დაიწყო, ნაძვის ხის სათამაშოებს სერიულად აწარმოებდნენ, რამაც მათი ინდივიდუალობა და თემატიკის სიმწირე გამოიწვია, თუმცა 80-იანი წლებიდან სათამაშოები ბევრად ბრჭყვიალა და ნაირფერი გახდა.

1990-იანი წლებიდან მოდაში შემოდის ნაძვის ხის ერთ ფერში მორთვა. სათამაშოები და  წვიმები ერთ ფერში იყო შერჩეული.

ძველი სათამაშოები (1966 წლამდე) გამოირჩევა „სითბოთი“ და „სირბილით“, ხელში სასიამოვნო დასაჭერია, ნაძვის ხეს კი, განსაკუთრებით უხდება.

ნახეთ, იქნებ თქვენც იპოვოთ ამ ფოტოებზე თქვენი ბავშვობის საყვარელი სათამაშო.

Facebook Comments
%d bloggers like this: