სოციალური ქსელები და მედია

როგორია მიხეილ გიორგაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა

Nusagi

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილის, მიხეილ გიორგაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა, როგორც ჩანს, გაუმჯობესდა.

გიორგაძის თურქ ექიმებთან ერთად გადაღებულ ფოტოს სოციალურ ქსელში მისი მეგობარი კახა კანდელაკი ავრცელებს. მიხეილ გიორგაძე ფეხზე დგას.

გიორგაძე 18 ნოემბერს, გამთენიისას ავარიაში მოყვა.  შემთხვევა ყვარელში მოხდა.

არსებული ცნობით, მიხეილ გიორგაძე საჭესთან თავად იჯდა და მანქანაშიც მარტო იყო. ის ხეს შეეჯახა. მას მრავლობითი მოტეხილობა და მძიმე დაზიანებები ჰქონდა.

ის საქართველოდან თურქეთში, „ამერიკან ჰოსპიტალში“ გადაიყვანეს, სადაც ამ დრომდე განაგრძობს მკურნალობას.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,340,918 ნახვა
%d bloggers like this: