წყვილი, რომელმაც 115 მილიონი მოიგო, თანხას 50 მეგობარს გაუნაწილებს

Nusagi

გაერთიანებულ სამეფოში,  EuroMillions-ის მიერ გათამაშებული ჯეკპოტი, კერძოდ  114,969,775.70 გირვანქა სტერლინგი, ცოლ-ქმარმა ფრენსის და პატრიკ კონოლებმა მოიგეს. თავდაპირველად მოგების არც კი სჯეროდათ, თუმცა შემდეგ ეს ფაქტი ჩაის სმით აღნიშნეს და გადაწყვიტეს 50 მეგობრის სია შეედგინათ, რომელთაც თანხას გაუნაწილებდნენ. მეგობრებმა მათი ამ გადაწყვეტილების შესახებ ჯერ არაფერი იციან.

50 მეგობრის გაბედნიერების გარდა წყვილს სხვა გეგმებიც აქვს. 52 წლის პატრიკი, რომელიც ქარხანაში მუშაობს, სამსახურიდან წასვლას და ახალი მანქანის შეძენას აპირებს. წყვილი ახალ სახლსაც იყიდის და მალდივებზე დიდი ხნის ნანატრ დასვენებას მოიწყობს.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: