კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს 86 წელი შეუსრულდა

Nusagi

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქსა და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს ილია მეორეს დღეს 86 წელი შეუსრულდა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია მეორე, ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი, 1933 წლის 4 იანვარს ვლადიკავკაზში, გიორგი ღუდუშაურ-შიოლაშვილისა და ნატალია კობაიძის ოჯახში დაიბადა.

1957 წელს ირაკლი შიოლაშვილი ბერად აღიკვეცა და ილია ეწოდა.

1957 წლის 18 აპრილს სიონის საპატრიარქო ტაძარში ხელდასხმულ იქნა იეროდიაკვნად; 1959 წლის10 მაისს წმიდა სერგის მონასტრის ლავრაში მღვდელმონაზვნად; 1961 წლის 19 დეკემბერს აღყვანილ იქნა იღუმენის, ხოლო 1961 წლის 16 სექტემბერს არქიმანდრიტის ხარისხში; 1963 წლის 26 აგვისტოს დაინიშნა კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსად; 1963-1972 წლებში იყო მცხეთის სასულიერო სემინარიის პირველი რექტორი; 1967 წელს გადაყვანილ იქნა აფხაზეთის ეპარქიაში ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსად; 1969 წელს აღყვანილ იქნა მიტროპოლიტის ხარისხში; 1977 წლის 9 ნოემბერს დადგინდა პატრიარქის მოსაყდრედ.

1977 წლის 23 დეკემბერს მე-12 ადგილობრივ საეკლესიო კრებაზე მიტროპოლიტი ილია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად აირჩიეს. იმავე წლის 25 დეკემბერს საპატრიარქო ტახტზე მისი აღსაყდრება (ინტრონიზაცია) მოხდა.

Facebook Comments
%d bloggers like this: