იტალიაში პლაჟი თოვლმა დაფარა

Nusagi

იტალიის სამხრეთ ნაწილი მოულოდნელი და უჩვეულო ბუნებრივი მოვლენის მომსწრე გახდა. ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე ბოლო 48 საათში ამინდი რადიკალურად შეიცვალა. ამის შესახებ Express-ი წერს.

ტურისტებისთვის მიმზიდველ რამდენიმე ლოკაციაზე ამინდის მოულოდნელმა გაუარესებამ მოგზაურების გარდა ადგილობრივებიც გააკვირვა.

ნალექის რეკორდული რაოდენობა მოვიდა იტალიის მთიან ნაწილშიც. აპენინის რაიონში თოვლის საფარმა 2 მეტრს მიაღწია. დიდთოვლობის გამო რამდენიმე სოფელი ცეტრს მოწყვეტილია.

მეტეოროლოგების ინფორმაციით, იტალიის რამდენიმე რაიონში თოვა მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება.

Facebook Comments
%d bloggers like this: