მაგნიტოგორსკში გადარჩენილი ჩვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა

Nusagi

ჩვილმა, რომელიც მაგნიტოგორსკში, კორპუსის ნანგრევებიდან ერთი დღის შემდეგ ამოიყვნეს, დამოუკიდებლად სუნთქვა დაიწყო. ამის შესახებ რუსული მედია ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება.

უწყების ოფიციალური წარმომადგენელი აცხადებს, რომ 10 თვის ბიჭი ჟანგბადის დახმარებით დამოუკიდებლად სუნთქვაზე გადავიდა. მისი მდგომარეობა სტაბილურია. ბავშვი დედაქალაქის ბავშვთა გადაუდებელი ქირურგიისა და ტრავმატოლოგიის  სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

პირველ იანვარს ბავშვი კორპუსის ნანგრევებში იპოვეს და სასწრაფოდ მოსკოვში გადაიყვანეს. იმ დროისთვის ჩვილს აღენიშნებოდა კიდურების სერიოზული მოყინვა, ქალა-ტვინის დახურული ტრავმა და წვივის მრავლობითი მოტეხილობა, ასევე ზოგადი ჰიპოთერმია.

მაგნიტოგორსკში საცხოვრებელი სახლი 31 დეკემბერს ჩამოინგრა. დაიღუპა 39 ადამიანი. სამაშველო ოპერაცია 3 იანვარს დასრულდა. აფეთების მიზეზად ბუნებრივი აირის გაჟონვა სახელდება.

Facebook Comments
%d bloggers like this: