ნუცა ბაიაძის საშობაო გამომცხვარი ვაშლები

Nusagi

საშობაო სუფრას ისე არაფერი ატკბობს, როგორც გამომცხვარი ვაშლები.

გთავაზობთ ნუცა ბაიაძის რეცეპტს, რომელიც ექსკლუზიურად პლანტასთვის შექმნა და რომლის მოსამზადებლადაც დაახლოებით 30 -35 წუთი დაგჭირდებათ.

 ინგრედიენტები:

ვაშლი – 3 ცალი;
თაფლი – 25 გრ;
ნიგოზი – 30 გრ;
დარიჩინი – 1 ჩაის კოვზი;
კარაქი – 60 გრ.

მომზადების წესი: პირველ რიგში, გამოასუფთავეთ ვაშლები. შუაგულში დაუმატეთ თაფლში არეული დაფქვილი დარიჩინი და კარაქის კუბები. შედგით ღუმელში გამოსაცხობად 170 გრადუსზე, 25 წუთის განმავლობაში. 15 წუთში გამოაღეთ ღუმელი, ვაშლებს მოაყარეთ დაკეპილი ნიგოზი და მირთვით ცხელი.

Facebook Comments
%d bloggers like this: