სამებაში შობისთვის ემზადებიან

Nusagi

სამების საკათედრო ტაძარში საშობაო ლიტურგიისთვის ემზადებიან. საკვირაო წირვას საქართველოს პატრიარქის მოსაყდრე მიტროპოლიტი შიო მუჯირი აღავლენს.

ქრისტეშობის ლიტურგია დღეს 23:00 საათზე დაიწყება და მას პატრიარქი ილია მეორე მღვდელმთავრებთან ერთად ჩაატარებს. 23:30 საათისთვის წაიკითხავენ ტრადიციულ საშობაო ეპისტოლეს, წირვის დასრულების შემდეგ კი პატრიარქი მრევლს ქადაგებით მიმართავს.

რაც შეეხება შობის მახარობლებს, ალილო ხვალ 2 საათზე რესპუბლიკის მოედნიდან მსვლელობით დაიწყება და სამების საკათედრო ტაძარში დასრულდება.

Facebook Comments
%d bloggers like this: